თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ეხმაურება კომენტარებს, სადაც მასზე წერენ, რომ სიგამხდრე არ უხდება.
მომღერალი აღნიშნავს, რომ მის წონაზე საუბარი უკვე მეტისმეტია.
„თქვენი მოსაწონი წონა ვერ დავსვი… მართლა უკვე გულის ამრევია ამ წონაზე საუბარი. რაღაც წინსვლა ხო უნდა გვქონდეს. სიმსუქნე არ მიხდება, სიგამხდრე არ მიხდება, აშკარად თქვენშია პრობლემა. გთხოვთ შეეგუეთ ჩემს იდეალურობას“, – წერს თიკა.
Sheni Network
თიკას კომენტარებში მხარს უჭერენ:
„ულამაზესი ხარ ისეც და ასეც რა. მთავარია შენ გრძნობდე თავს კარგად, ნებისმიერ წონაში“;
„არადა მაგრად გიხდება“;
„ტყუილია თიკა ძალიანაც გიხდება“;
„წონა ჰქონდა და შეჭამეთ, არ უხდება, გახდესო გახდა და არ გიხდებაო. შური და ბოღმა როდემდე?! სირცხვილია უხდება ძალიან. ფორმაშია და უფრო გალამაზდა“.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „თქვენი მოსაწონი წონა ვერ დავსვი, აშკარად თქვენშია პრობლემა, გთხოვთ, შეეგუეთ ჩემს იდეალურობას“ – თიკა ჯამბურია კრიტიკოსებს მიმართავს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%94/
sheniekimi.ge/ambebi

