პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემათურქეთში სოციალური ქსელების რამდენიმე პლატფორმაზე ათასობით მომხმარებელს წვდომა შეეზღუდა

თურქეთში სოციალური ქსელების რამდენიმე პლატფორმაზე ათასობით მომხმარებელს წვდომა შეეზღუდა

თურქეთში სოციალური ქსელების რამდენიმე პლატფორმაზე ათასობით მომხმარებელს წვდომა შეეზღუდა. ინტერნეტის მონიტორინგის გლობალური პლატფორმის, Netblocks-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელების მომხმარებლებს წვდომა შეეზღუდათ X-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-სა და WhatsApp-ზე.

Netblocks-ის ცნობით, აღნიშნულ პლატფორმებზე წვდომა ქვეყანაში მას შემდეგ დაიბლოკა, რაც თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა.

როგორც „როიტერი“ იუწყება, სოციალური პლატფორმების დაბლოკვასთან დაკავშირებით თურქეთის წვდომის პროვაიდერების კავშირს კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც სამართალდამცველებმა პარტიის ოფისებთან ბარიკადები აღმართეს. „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ 3 სექტემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2023 წლის პარტიულ ყრილობაზე სავარაუდო დარღვევების გამო პარტიას სტამბოლის რეგიონული ლიდერის გათავისუფლება დაევალა. პარტიაში ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ცნობილია, როდის დაიწყება თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი