თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის კადრები მედიაში ვრცელდება, სადაც ჩანს როგორ გარბიან მოქალაქეები და ტურისტები შენობებიდან. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – მუგლას პროვინციაში, მარმარისის სანაპიროსთან მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა.
მუგლას გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა, ხოლო 14 წლის მოზარდი პანიკური შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
Sheni Network
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, 67.91 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის კადრები, რომელსაც 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა მედიაში ვრცელდება [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ab/
sheniekimi.ge/ambebi

