შსს: მარტვილში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
მარტვილში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 1964 წელს დაბადებული მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა, შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა.

“სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). შსს: მარტვილში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. 27 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მოკლა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi