აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, 43 წლის ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი, მიგელ ანხელი დაიღუპა. მას სამი თვის წინ, მისი სახლის ძარცვის მცდელობის დროს თავში ესროლეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 43 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ შაბათს გახდა ცნობილი, მანამდე ის კლინიკაში იმყოფებოდა.
ანხელის სახლში, 3 თვის წინ, 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ისინი მისგან და მისი მეუღლისგან ძვირფასეულობას და ფულს ითხოვდნენ, რა დროსაც მათ შორის ჩხუბი მოხდა და ერთ-ერთმა მძარცველმა ანხელს ესროლა. ის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
Sheni Network
დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მძარცველი სასიკვდილოდ დაიჭრა. თავდასხმის საქმეზე დაკავებულია 3 პირი.
მიგელ ანხელს სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებს ფიტნესისა და მეწარმეობის შესახებ რჩევებს აძლევდა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. აშშ-ში, 43 წლის ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი დაიღუპა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a8-%e1%83%a8%e1%83%98-43-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94/
sheniekimi.ge/ambebi

