თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის ვინაობა ცნობილია – რას ამბობენ ახლობლები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
პოლიციის ლენტა

რა მოხდა თურქეთში? –  არსებული ინფორმაციით, საქართველოს  მოქალაქე, რომელიც გამოძიების მტკიცებით, სასტუმროში წამაბით მოკლეს, ქუთაისიდან სტამბოლში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მაია ალფაიძე მძიმე სენს ებრძოდა.

ქალის მეზობლები თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდობლობას უცხადებენ, და ამბობენ, რომ  მაია ალფაიძე მეგობარ მამაკაცს არ მოუკლავს, არამედ მას ქუჩაში გულის შეტევა დაემართა, გზაზე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

წაქცეულა და მომკვდარაო. ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვია. სიმსიმნე ჰქონდა. როგორც გავიგე, გზაში წაქცეულა და მომკვდარა. დაეცა, ცუდად გახდა და მერე გულის შეტევას აბრალებენ, რომ თითქოს, გულმა უღალატაო. უჭკვიანესი, უპატიოსნესი გოგო იყო”, – ამბობს მეზობელი.

ცნობისთვის, თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში, ბეიოღლუს რაიონში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი ქალი მკვდარი იპოვეს. თურქული გამოძიების მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეს დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი უკვე გარდაცვლილს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: ტვ. პირველი

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის ვინაობა ცნობილია – რას ამბობენ ახლობლები. 11 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თურქეთში-გარდაცვლილი-ქარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi