გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება – უახლესი ინფორმაცია ფონიჭალიდან

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
„საკმაოდ ძლიერი აფეთქება იყო როგორც ჩანს - ბინაში გაზი ალბათ, საათების განმავლობაში გროვდებოდა და დეტექტორებიც არ იყო დაყენებული - შენობა მთლიანად იქნება დასანგრევი, მსგავსი კორპუსი ძალიან ბევრია თბილისში“

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მისულმა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

როგორც ვეფხვაძე განმარტავს, სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, გამომძიებლებიც მუშაობენ და შესაბამის მოქმედებებს ახორციელებენ.

„სამაშველო სამსახური აქტიურად მუშაობს, პარალელურად დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს. მაშველებთან ერთად ვათვალიერებთ შემთხვევის ადგილს, იმის შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც მოცემულობა გვაძლევს, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია, გამომძიებლებმა იმუშაონ. მათ შორის, ვადგენთ ყველა პირის მონაცემებს, რომლებიც კორპუსის მაცხოვრებლები არიან და სხვადასხვა ინფორმაციებს ვაგროვებთ.

ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. თავის მხრივ, სამაშველო სამსახური მუშაობს და ეძებს აქტიურად იმ პიროვნებებს“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება – უახლესი ინფორმაცია ფონიჭალიდან. 19 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გამოყენებულია-არაერთი-დრ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Data Migration Lead (Oracle to SAP)

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Business Analyst

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Media Buyer FB / iGaming

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T20:59:17+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi