ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთურქეთის სასამართლომ სოციალურ ქსელებში საპირისპირო სქესის ადამიანების ფოტოების მოწონება განქორწინების საფუძვლად მიიჩნია

თურქეთის სასამართლომ სოციალურ ქსელებში საპირისპირო სქესის ადამიანების ფოტოების მოწონება განქორწინების საფუძვლად მიიჩნია

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელებში საპირისპირო სქესის ადამიანების ფოტოების მოწონება განქორწინების საფუძველია.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატამ განქორწინების საქმეებზე ახალი პრეცედენტი შექმნა: სოციალური ქსელებში საწინააღმდეგო სქესის ადამიანების ფოტოების მოწონება შეიძლება ქორწინების დაშლის საფუძვლად ჩაითვალოს.

სამოქალაქო პალატამ კაისერის მე-5 საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მამაკაცის მიერ სოციალურ მედიაში სხვა ქალების ფოტოების მოწონება ნდობის დარღვევად მიიჩნია.

ჰ.ბ.-მ და ს.ბ.-მ, რომლებიც კაისერში ცხოვრობენ, განქორწინების შესახებ სარჩელი შეიტანეს. კაისერის მე-5 საოჯახო სასამართლომ, სადაც საქმე განიხილებოდა, წყვილის განქორწინების შესახებ სარჩელი დააკმაყოფილა.

თავის სარჩელში ჰ.ბ. აცხადებდა, რომ ქმარმა დაამცირა იგი, უარი თქვა შემწეობის მიცემაზე, მოიწონა სხვა ქალების ფოტოები სოციალურ ქსელში და დაარღვია ერთგულების მოვალეობა. როდესაც მოპასუხე ქმარმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, საქმე კაისერის რაიონულ სასამართლოში გადავიდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამაკაცი იყო დამნაშავე და განაცხადა, რომ ბრალდებულმა „ისეთი ქცევა გამოიჩინა, რომ ნდობას არღვევდა სხვა ქალების ფოტოების მოწონებით“. შემდეგ მოპასუხემ გაასაჩივრა კაისერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმე გადაეცა უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატას. პალატამ, პრეცედენტის შექმნით, ერთხმად ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „უნგრეთი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას უკრაინისთვის აშშ-ისგან იარაღის შესყიდვაში, როგორც ამას ტრამპი სთავაზობს“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი