პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე მაშველებმა 30-35 ადამიანის ცხედრები აღმოაჩინეს - სამაშველო ოპერაცია გრძელდება

თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე მაშველებმა 30-35 ადამიანის ცხედრები აღმოაჩინეს – სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ავიაკომპანია Air India-ს კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას მაშველებმა 30-35 ადამიანის ცხედრებს მიაკვლიეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სააგენტოს ცნობით, უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავიაკატასტროფას „უამრავი მსხვერპლი“ მოჰყვა.

მომხდარს გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდიც. „აჰმადაბადში მომხდარმა ტრაგედიამ ყველა გაგვაოგნა და დაგვამწუხრა. ეს გულსატკენი რამაა, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ. მწუხარების ამ ჟამს ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვისაც ეს შეეხო. მე უკვე ვესაუბრე მინისტრებსა და ხელისუფლებას, რომლებიც დაშავებულების დასახმარებლად მუშაობენ“, – დაწერა ინდოეთის პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ აჰმადაბადთან ჩამოვარდა. ის აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა. თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზი უცნობია.

  „ნუ დაუშვებთ ნავთობის ფასების ზრდას. თვალს გადევნებთ! თქვენ მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს“-ტრამპი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი