პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია „ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული...

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია „ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა“ – საქართველოში სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია „ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა“.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს, კახა კაკაბაძემ ყურადღება სურსათის უვნებლობის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაში მეცნიერების როლზე გაამახვილა

„სურსათის უვნებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხია, რომლის გარშემო სამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები, აკადემიური წრეები და ბიზნესი საერთო მიზნისთვის ერთიანდებიან. მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და FAO-ს ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, განგვეხორციელებინა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, გვემუშავა სურსათის უვნებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, სურსათის უვნებლობის 2025-2028 სტრატეგიაზე, რომელიც უკვე დამტკიცდა“, – განაცხადა კახა კაკაბაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს დაარსებიდან აღნიშნავს და უერთდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარ გზავნილებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ყოველდღიური საქმიანობით საკუთარი წვლილი შეაქვს სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასა და მომხმარებლის ინტერესების დაცვაში. სააგენტო ყოველწლიურად 36 ათასამდე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მაჩვენებელზე 7 ათასამდე ნიმუშს იკვლევს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლის და ქმედითი ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული სურსათში ისეთი ნარჩენები, როგორიცაა ტყვია, სუდანი, მალაქიტი, ანტიბიოტიკები, პესტიციდები“, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა.

FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საფრთხეების იდენტიფიცირების პროცესში მეცნიერების მნიშვნელობაზე.

„მეცნიერება ჩვენი ძალისხმევის ქვაკუთხედია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ საფრთხეები, შევაფასოთ რისკები და შევიმუშაოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტანდარტები. მიზანი, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტები საქართველოში გლობალურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სურსათის უვნებლობის მდგრადი სისტემის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ მომავალს”, – აღნიშნა რაიმუნდ იელემ.

  კარგი ექიმების სიმცირეს მთელი მსოფლიო განიცდის, თუმცა საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან სულ უფრო მცირდება კვალიფიციური ექიმების რაოდენობა” – გიორგი ფხაკაძე გადაცემაში „პულსი“

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.