ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა

თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა

„ომონის“ რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია ავრცელებს.

„წეღან გავიგე, თემო გარდაცვლილა მღებრიშვილი, ჩემი უფროსი და ახლო მეგობარი.

გარდა იმისა, რომ იყო პროფესიონალი პოლიციელი, მიუხედავად მისი, საყოველთაო და უსამართლო დემონიზირებისა, იყო ასევე ძალიან დადებითი, პოზიტიური და უკეთილშობილესი ადამიანი.

ძალიან დიდი წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან და მაგ წლებში ბევრი ტკბილი მოგონებები.

გამორჩეული კაცი იყო ჩიგოლა და ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული დარწმუნებული ვარ. ნათელი მის ხსოვნას… ჩემი მხედრული სალამი, ბატონო პოლკოვნიკო!“ – წერს გიორგი გამსახურდია.

  "იატაკის ფიცარი თაროებად გამოვიყენეთ, ქვევრები ეზოში მოვფანტეთ" - როგორ გაათანამედროვა ონისე ონიანმა 150 წლის წინანდელი სახლი რაჭაში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი