თბილისში 2018 წლიდან დღემდე 2 600-მდე პარკი და სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა, რაც 375 ჰექტარ გამწვანებულ სივრცეს მოიცავს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
“ამან ზოგადად შეცვალა ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება პარკების მიმართ. დედაქალაქში დაბრუნდა პარკების კულტურა. არ არსებობს სირცე, ეს იქნება პატარა სკვერი თუ დიდი საქალაქო პარკი, რომელსაც კარგ ამინდში უამრავი, სხვადასხვა ასაკის ადამიანი არ სტუმრობს. ჩვენთვის ეს არის სიგნალი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ”, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია