„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს, რომ ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში, 30 აპრილს ჩატარდება გადაერთებით სამუშაოები ახალ მაგისტრალურ მილსადენზე. პარალელურად, კომპანია ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს, რის გამოც წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
GWP-ის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დაიწყებენ 30 აპრილს, 11:00 საათიდან და განახორციელებენ 24-საათიან ინტენსიურ სამუშაო რეჟიმს.
რომელ მისამართებზე შეიზღუდება წყლის მიწოდება?
წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდება 30 აპრილის 11:00 საათიდან 1 მაისის 11:00 საათამდე ისნის რაიონის შემდეგ მისამართებზე:
ქეთევან დედოფლის გამზირი, ღვინის აღმართი, მეტეხის აღმართი, ევროპის მოედანი, მეტეხის ქუჩა, დუტუ მეგრელის, ისნის, ფერისცვალების, ჩეხოვის, სოლომონ ბრძენის, ჯორბენაძის, ურბნისის, მაჭრის, მუკუზანის, გუთნის, 300 არაგველის, ბოჭორმის, იალბუზის, არგვეთის, ბოდბის, ლუსინიანის, ზახაროვის, დოლაბაურის I, II და III ქუჩები, კაჩინსკის, უჯარმის, პატარძეულის, კაკულიას, თელავის, ფოსტის, ზურაბიშვილის, ახმეტელის, წინანდლის, დოესის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, ცუცხვათის, სპანდარიანის, აწყურის, ზინდისის, მამისაშვილის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, ტბელ აბუსერიძის, სახალხოს, ციხისძირის, გუდარეხის, მეველის, დიდგორის, წულაძის ქუჩები და მათი შესახვევები, სამრეწველოს დასახლება, გაბრიელ სალოსის მე-4 და მე-5 შესახვევები, ნადარეიშვილის, ლობჟანიძის, შირაქის, საექიმოს, ჰოლბრუკის, დოდაშვილის, წურწუმიას, ნიორაძის, შორაპნის, სოფრომაძის, საინგილოსა და სამგორის ქუჩები.
ასევე შეიზღუდება წყალმომარაგება:
მოსკოვის გამზირზე N1-17-მდე და N2-8-მდე.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის და იუწყება, რომ აბონენტები წინასწარ მიიღებენ შეტყობინებებს SMS-ის სახით, დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომპანიის ცხელ ხაზზე: 2 93 11 11, ასევე ვებგვერდზე: www.gwp.ge და კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია