2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 24 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.
 
 
ოლიმპიადის დეტალური განრიგი  
 
24 ნოემბერი
ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული ენა (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
გერმანული ენა.
25 ნოემბერი
ისტორია;
  ქიმია.
26 ნოემბერი
ინგლისური ენა;
ფრანგული ენა.
27 ნოემბერი
მათემატიკა;
ბიოლოგია.
28 ნოემბერი
გეოგრაფია;
ფიზიკა;
რუსული ენა.
21 ნოემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში  გაიარონ საცდელი ტესტირება. მოსწავლეს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. 
May be an image of text

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგი. 20 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/2025-2026-სასწავლო-წლის-ეროვნული/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi