ზემო ფონიჭალაში, კრწანისის რაიონში, კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების გამოცვლა, ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის, განათების სისტემისა და გამწვანებული თარგების მოწყობა.
ასევე განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.
თბილისის მერიის ცნობით, სარემონტო სამუშაოები 28 აპრილიდან დაიწყება და დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება.
კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩების გავლით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს:
- ავტობუსის მარშრუტები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე;
- მიკროავტობუსი N409 მოძრაობას მარნეულის ქუჩამდე განაგრძობს.
მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მარშრუტებით მოემსახურებიან.
თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და პროექტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს — რეაბილიტაციის შედეგად ზემო ფონიჭალაში საგრძნობლად გაუმჯობესდება გადაადგილების ხარისხი და კომფორტი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება — ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 26 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზემო-ფონიჭალაში-ცენტრალუ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T17:56:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

