მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

2 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდება 14 წელი, ვალდებულია 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე. ვალდებულება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე.

პირადობის ელექტრონული  მოწმობის მისაღებად  მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს,  იუსტიციის სახლს ან ისარგებლეთ დისტანციური მომსახურებით.

იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება მისამართზე რეგისტრაცია, მიმართეთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის იმ ფილიალს,  რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი.

პირადობის ელექტრონული მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით.

- Advertisement -
Ad imageAd image

პირადობის  მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს – სრულად,  აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;

მეორე მსოფლიო ომის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;

პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;

სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში – 10 ლარით, განმეორებით – 10 % (6 ლარით), ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;

- Advertisement -
Ad imageAd image

პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, დაწესებული მომსახურების საფასურისგან – 50%-ით;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნები – 50%-ით.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. 4 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მნიშვნელოვანი-ინფორმაც-11/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi