თბილისში მარტში სულ 3,064 საცხოვრებელი ბინის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაცია Colliers Georgia-ს უახლეს მიმოხილვაშია წარმოდგენილი.
დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად ტრანზაქციების შემცირებისა, ბაზრის ზომა გაიზარდა და მარტში 243 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 16.7%-იანი ზრდაა. ეს ნიშნავს, რომ ბინების საშუალო ფასი კვლავ მზარდ ტრენდს იმეორებს.
უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება, ძირითადად, ძველ საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნის კლებით აიხსნება. კვლევამ აჩვენა, რომ მარტში ძველ პროექტებში ბინების გაყიდვები 15.5%-ით შემცირდა, მაშინ როცა ახალ პროექტებში 4.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
Colliers Georgia აღნიშნავს, რომ ახალაშენებული ბინების პირველადი ბაზრის ტრანზაქციები ხშირად დაგვიანებით რეგისტრირდება, რაც სრული სურათის აღქმას ართულებს და სტატისტიკაში შეიძლება გარკვეული ცდომილებაც წარმოქმნას.
მარტის მონაცემებით, ძველი ბინების საშუალო შეწონილმა გასაყიდმა ფასმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა:
- ფართო ცენტრი — 11.6%-იანი ზრდა
- გარეუბანი — 10.2%-იანი ზრდა
- ქალაქის ცენტრი — ზრდა შედარებით დაბალია და 0.5%-ს შეადგენს
რაც შეეხება ახალაშენებულ ბინებს:
- ფართო ცენტრი — 27.7%-იანი ზრდა
- ქალაქის ცენტრი — 21%-ით გაიზარდა
- გარეუბანი — 7.3%-იანი მატება
საერთო ჯამში, ქალაქის მასშტაბით ახალაშენებულ ბინებზე ფასის ზრდამ 11.6% შეადგინა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია