პარასკევი, ივლისი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ბორჯომის სადგურის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მომხდარი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
შემთხვევის ადგილას იმუშავეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა. მათ მიერ ხანძრის ჩაქრობის პარალელურად ჩატარდა პაციენტების ევაკუაცია მიმდებარე კლინიკებიდან.

როგორც სახანძრო-სამაშველოს მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა განაცხადა, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.

„რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები,“ — აღნიშნა მუსელიანმა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს ტერიტორიის შესწავლასა და კონტროლს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  "გიორგი ავტოავარიის დროს გადმოვარდა და მანქანა ზემოდან დაეცა...“ - ავარიის შედეგად უმძიმესად დაშავებულ დედა-შვილს საზოგადოების დახმარება ძალიან სჭირდება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი