თბილისი-ნატახტრის გზა შესაძლოა, 3-ზოლიანი გახდეს

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

თბილისი-ნატახტარი და ნატახტარი-თბილისის საავტომობილო გზა შესაძლოა, ორივე მიმართულებით გაფართოვდეს. აღნიშნულ სამუშაოებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის დასკვნის მისაღებად უკვე მიმართა.

უფრო კონკრეტულად, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია ერთი სამოძრაო ზოლის დამატება, შესაბამისად, 3-ზოლიანად გადაკეთება. ამის მიზეზად დასახელებულია გზის გამტარუნარიანობის ნაკლებობა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ფერხდება.

„განხილული სცენარების გაანალიზებამ ცხადყო, რომ საგურამო-ჟინვალის პერსპექტიული სატრანსპორტო კვანძიდან ნატახტრის კვანძის მიმდებარედ არსებულ წეროვნის ახლადგაშენებული დასახლების გადასახვევამდე, საჭიროა თითოეული მიმართულებით 3 ძირითადი სამოძრაო ზოლის არსებობა (ორივე მიმართულებით 6 ძირითადი სამოძრაო ზოლი)“, -აღნიშნულია განაცხადში.

დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე საავტომობილო გვირაბების მშენებლობა ორივე მიმართულებით.

- Advertisement -
Ad imageAd image

კერძოდ, თბილისი ნატახტრის მიმართულებაზე მოსაწყობი გვირაბის სიგრძე შეადგენს 1,6 კმ-ს, ხოლო ნატახტარი-თბილისის მიმართულებაზე მოსაწყობი გვირაბის სიგრძე 1,9 კმ-ია. საერთო ჯამში გვირაბების ჯამური სიგრძე 3,5 კმ-ია.

ცნობისთვის, თბილისი-ნატახტრის მიმართულება სათავეს იღებს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან („შკოდას“ ავტოცენტრის მიმდებარე ტერიტორია). იგი „ქოშიგორას“ მთის ქვეშ გვირაბის მეშვეობით უკავშირდება სოფელ მუხათგვერდის მიმდებარე ტერიტორიას, შემდეგ გადაკვეთს სარკინიგზო მაგისტრალს, ასევე მდინარე მტკვრის ხეობას და თბილისის შემოვლითი (მოქმედი გზის) გზის კვანძის მიმდებარე ტერიტორიიდან საგურამოს კვანძის ბოლომდე მიუყვება არსებული გზას.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული მონაკვეთის გაფართოების შესახებ „ბიზნესპრენსიუსი” გასული წლის გაზაფხულზეც წერდა. მაშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტეს, რომ მიმდინარეობდა მოდერნიზაცია-მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები.

 

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

- Advertisement -
Ad imageAd image

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისი-ნატახტრის გზა შესაძლოა, 3-ზოლიანი გახდეს. 24 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისი-ნატახტრის-გზა-შე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi