ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისი მსოფლიოს 11 აუცილებლად სანახავ ქალაქს შორის — „Detroit Metro Times“-ის შთაბეჭდილებები...

თბილისი მსოფლიოს 11 აუცილებლად სანახავ ქალაქს შორის — „Detroit Metro Times“-ის შთაბეჭდილებები საქართველოს დედაქალაქზე

აშშ-ის რეგიონულმა გამოცემამ — „Detroit Metro Times“-მა, რომელიც ქალაქ დეტროიტში (მიჩიგანის შტატი) იბეჭდება,
რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით:
„11 ევროპული ქალაქი, რომელთა ნახვა 2025 წელს ნამდვილად ღირს“.
ავტორი — ჯენიფერ კარნევეილი, მკითხველს სთავაზობს ევროპის იმ ქალაქების სიის გაცნობას, რომელთა მონახულებას იგი 2025 წელს ურჩევს. თბილისი ამ ჩამონათვალში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ჟურნალისტი ჯენიფერ კარნევეილი აღწერს თავის პირად გამოცდილებას ევროპის ქალაქების დათვალიერებისას და ხაზს უსვამს, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ევროპის ნახვაზე:

,,ევროპა ჩემთვის, როგორც ამერიკელისათვის, რაღაც საოცნებოს და ჯადოსნურს წარმოადგენდა. ყველაფერი კი ერთი საკმაოდ ძველი წიგნით დაიწყო, რომელიც ბებიაჩემის წიგნის კარადაში ვიპოვე, რომელშიც აღწერილი იყო ევროპის ქალაქებისა და ქვეყნების ღირსშესანიშნაობები…”

შემდეგ ის აზუსტებს, რომ ოცნება ახდა და მრავალი ქალაქი მოინახულა.

ჟურნალისტი რეკომენდაციას უწევს შემდეგ ქალაქებს:
მალაგა (ესპანეთი), რეიკიავიკი (ისლანდია), მდინა (მალტა), თბილისი (საქართველო), კრაკოვი(პოლონეთი), მატერა (იტალია), გოლუეი (ირლანდია), დუბროვნიკი (ხორვატია), ჩესტერი (დიდი ბრიტანეთი), კოპენჰაგენი (დანია) და დრეზდენი (გერმანია).

თბილისზე საუბრისას ავტორი აღნიშნავს:

,,თბილისმა ყველანაირად გამაკვირვა. ქალაქის არქიტექტურა საოცარი სტილით გამოირჩევა – ბიზანტიურით, ნეოკლასიკურით და საბჭოურით, რომელიც ერთობლიობაში თავისებურ ორგანიზებულ ქაოსს ქმნის და რომელიც მიმზიდველი და ფოტოგენურია.

მაგრამ ყველაზე მეტად თბილისელების სტუმრისადმი დამოკიდებულება მომეწონა, რის გამოც საქართველოს დედაქალაქი შევიყვარე.

მე დავდიოდი გოგირდის წყლებით და თერმული აბაზანებით განთქმულ აბანოთუბანში, სადაც გუმბათისებური სახურავებიდან ორთქლი ამოდის, შემდეგ ვიყავი მთაწმინდის პარკში და თვალს ვადევნები საოცარ დაისს..

რაც შეეხება ეროვნულ სამზარეულოს, ეს იყო ნამდვილი დღესასწაული: ხაჭაპური, ბადრიჯანი, ქარვისფერი ქართული ღვინო, რომელიც თავისუფლად ისხმებოდა და ამაყად ისმებოდა.

ვნახე გრანდიოზული ძეგლი „საქართველოს მატიანე“, რომელიც ტურისტებს ზოგჯერ მხედველობიდან ეპარებათ. ქანდაკებების კომპლექსის მასშტაბი და ისტორია  ისეთია, რომ მათ შემხედვარეს მეტყველების უნარი წამერთვა…

გავისეირნე მდინარე მტკვარზე გადებულ ულტრათანამედროვე მშვიდობის ხიდზე და თვალს ვადევნებდი ადგილობრივი მოსახლეობას, თბილისელების ქცევას… ისინი მდინარის ორივე ნაპირზე დიდებულად ცეკვავდნენ და მღეროდნენ.

ქალაქის შემოქმედებითი ენერგია ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა: ჯაზის ბარების სარდაფებში, თანამედროვე ხელოვნების გალერეებში და ქუჩის პოეტურ შეკრებებში. ერთხელ კიდევ გზაც დამებნა, როგორღაც წიგნის კაფეში შევედი და დავუმეგობრდი მის მფლობელს, რომელმაც საქართველოს უძველეს ლიტერატურულ ტრადიციები გამაცნო.

თბილისი ნამდვილად მადლმოფენილ, შთაგონებულ და აღმასვლის გზაზე მდგარ ქალაქს წარმოადგენს, სადაც პატივს სცემენ წარსულს, ხარობენ აწმყოთი და იმედიანად უყურებენ მომავალს“.

თბილისი უკვე დიდი ხანია, რაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და მრავალფეროვან ქალაქად იქცა.

  მართვის მოწმობის ვადებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

„Detroit Metro Times“-ის შეფასებითაც, თბილისის კულტურული მემკვიდრეობა, არქიტექტურა, ხალხის სითბო და ქალაქის შემოქმედებითი სული მას უნიკალურ და მომხიბვლელ ტურისტულ მიმართულებად აქცევს 2025 წელს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი