კვირა, მაისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისის ოთხ შესასვლელში ახალი დიზაინის აბრები განთავსდება — იხილეთ ადგილები

თბილისის ოთხ შესასვლელში ახალი დიზაინის აბრები განთავსდება — იხილეთ ადგილები

თბილისის მუნიციპალიტეტი დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრების განახლებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ღია კონკურსი, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი საკუთარი ნამუშევრის წარდგენას შეძლებს.

კონკურსის ფარგლებში აბრები შემდეგ ლოკაციებზე განახლდება:

  • მცხეთის მხრიდან
  • კახეთის გზატკეცილზე
  • რუსთავიდან შემოსასვლელში
  • მარნეულიდან შემოსასვლელში

აღნიშნული ადგილები არჩეულია ცხრა არსებული საზღვრის პუნქტიდან, სადაც არსებული მანიშნებლები განახლებას საჭიროებს.

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა უკვე შეიმუშავა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მონაწილეებმა ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზები უნდა წარმოადგინონ.

„თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, დავალების შესაბამისად, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების განახლების მიზნით, კონკურსის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები უკვე ჩაატა. არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც ახალი მანიშნებლები განთავსდება: მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან. შემუშავდა ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების საკონკურსო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები უნდა წარმოადგინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კონკურსი სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე — procurement.gov.ge — ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადდება.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  რა ჯდება პასპორტის აღება 2024 წელს და როგორ ავიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში?
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი