ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათბილისის მერიის პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ გრძელდება

თბილისის მერიის პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ გრძელდება

თბილისის მერია განაგრძობს პროგრამას – „სპორტი უფროსი თაობისთვის“, რომლის განხორციელებაც 2022 წელს დაიწყო.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ერთვებიან.

„ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. საშუალებას ვაძლევთ 60 წლის და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებს, გამოიყენონ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა – საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზები ყოველგვარი გადასახადების გარეშე. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ პროგრამაში 2 500-მდე მოქალაქეა ჩართული. ამასთან, პროგრამის აქტუალობიდან გამომდინარე, ასევე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სპორტული ორგანიზაციები ერთვებიან. ამჯერად, აღნიშნულ პროგრამას შემოუერთდა შპს „ასპრია ჯგუფი“ ორი სპორტული ობიექტით და შპს „ფაუერ მაქსი“ – ერთი ობიექტით. ისინი, თბილისის მერიასთან პარტნიორობის ფარგლებში, შესაბამისი ასაკის მქონე მოქალაქეთა მომსახურებას უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალი ობიექტების გარდა, აღნიშნული პროგრამა ხორციელდება შემდეგ სპორტულ ცენტრებში: გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი – ორი ობიექტი; დიდი დიღმის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი; მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ასათიანის ქუჩის ფილიალი და „არენა“.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, შესაძლებელია პროგრამის მომხმარებელთა ზრდა, დაახლოებით, 1 000 ბენეფიციარით.

მასალის გამოყენების პირობები
  ვინ არის ერთადერთი ქართველი ონკოპაციენტი, რომელიც სტივ ჯობსის ექსპერიმენტული პროგრამისთვის შეირჩა
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

9 April, 2025
5 დაავადება, რომელიც კანს აზიანებს და შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს

5 დაავადება, რომელიც კანს აზიანებს და შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს

აპრილი 9, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი