მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩამოშლილი ფერდის აღდგენისთვის თბილისის მერიამ ₾5 მილიონის შესყიდვები გამოაცხადა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის მერიამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განვითარებული გეოდინამიკური პროცესების გამო საერთო ჯამში 5 მილიონი ლარის ღირებულების ორი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს როგორც საინჟინრო მომსახურებას, ასევე საყრდენი კედლისა და გზის აღდგენით სამუშაოებს.

დაზიანება დაფიქსირდა დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრას“ მიმდებარედ, სადაც გააქტიურდა გეოდინამიკური პროცესები. თბილისის მერიის ცნობით, შედეგად:

  • დაზიანდა გზის დამჭერი საყრდენი კედელი
  • დეფორმირდა სავალი ნაწილის პირველი ზოლი
  • დაზიანდა ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი

რა მომსახურებები უნდა შეისყიდოს მერიამ?

  • ₾300,000-ის ღირებულებით მერიამ საინჟინრო მომსახურება უნდა შეისყიდოდ, რაც მოიცავს ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის სრულფასოვან ანალიზს და საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავებას
  • ₾4.7 მილიონი ლარის ღირებულებით იგეგმება გზის, ტროტუარის და საყრდენი კედლების აღდგენა/მშენებლობა

აღნიშნული შესყიდვები განხორციელდება გამარტივებული წესით, რაც დროის ფაქტორიდან გამომდინარე საჭიროებას უკავშირდება — ქალაქის სტრუქტურული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩამოშლილი ფერდის აღდგენისთვის თბილისის მერიამ ₾5 მილიონის შესყიდვები გამოაცხადა. 10 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მტკვრის-მარცხენა-სანაპირ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi