ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში განვითარებული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის, რეგიონში მიგრირებადი მტაცებელი ფრინველებისა და სახეობების შესახებ

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

აჭარის, როგორც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია, დიდ ბრიტანეთში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო გამოფენაზე განხორციელდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები Global Birdfair 2025-ზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ წარადგინა. გამოფენის ფარგლებში, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში განვითარებული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის, რეგიონში მიგრირებადი მტაცებელი ფრინველებისა და სახეობების შესახებ.

ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და მიგრირებადი მტაცებელი ფრინველების რაოდენობისა და სახეობების სიმრავლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. მხოლოდ საშემოდგომო მიგრირების დროს ბათუმის კორიდორში 2 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.

ბრიტანეთის გამოფენა Global Birdfair 2025 ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, სადაც მთელი მსოფლიოდან ორნითოლოგები და ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულები იკრიბებიან, ეცნობიან რეგიონისთვის დამახასიათებელ ენდემური სახეობის ფრინველებს, მათი მიგრაციის მარშრუტებს და მტაცებელი ფრინველების მიგრაციის გათვალისწინებით გეგმავენ სამომავლო მოგზაურობის ადგილებს.

გამოფენის მთავარი მიზანია ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო კონსერვაციის პროექტების მხარდაჭერა. Global Birdfair 2025-ს ყოველწლიურად 24 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება და მასზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 450-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში განვითარებული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის, რეგიონში მიგრირებადი მტაცებელი ფრინველებისა და სახეობების შესახებ. 22 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვიზიტორებს-საშუალება-ჰქო/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T01:51:38+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi