კვირა, მარტი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალითბილისის ერთ-ერთ სასტუმროში რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო -...

თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო – გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, დილით კი გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის 2003 წელს დაბადებული ა.კ. -ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც უწყეაში განაცხადეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

„გამოძიების პირველ ეტაპზე დგინდება, რომ ახალგაზრდა ქალი საქართველოში, მიმდინარე წლის 16 მარტს ჩამოფრინდა, რის შემდეგაც დედაქალაქში მდებარე სასტუმროში დაბინავდა. ა.კ.-ს თანმხლები პირის გადმოცემით, მან და ახალგაზრდა ქალმა, სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ მოიხმარეს. დილის საათებში კი მამაკაცმა ა.კ. გარდაცვლილ მდგომარეობაში აღმოაჩინა. ცხედარს რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ა.კ. – ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა“, – განაცხადეს შსს-ში.

  პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის ფაქტზე ექიმს ბრალდება წარედგინა
წინა პოსტი
შემდეგი პოსტი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი