შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაზურა გორგაძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულაზე საუბრობს - „რვა წელი დავკარგე დრო, ენერგია,...

ზურა გორგაძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულაზე საუბრობს – „რვა წელი დავკარგე დრო, ენერგია, ფული და ჯანმრთელობა, ახლა ვარ თავისუფალი ვალებისგან, სტრესისგან…“

ტელესახე და მსახიობი ზურა გორგაძე „დილა მშვიდობისა საქართველო“ ლუდომანიის შესახებ საუბრობს და თავის გამოცდილებასაც უზიარებს მაყურებელს:

„ის, რომ მოთამაშე ადამიანი ცალსახად ცუდია, უგუნურია, მას არავინ უყვარს, პატივს არავის სცემს და მასზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ, მცდარი წარმოდგენაა. ის, რომ ყოფილი ლუდომანი არ არსებობს, ესეც სტიგმაა. ეს კი ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. ლუდომანია ეს არის ქრონიკული დაავადება, მაგრამ შესაძლოა რემისია, რომელიც სისოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. აქ მთავარი მოთამაშის სურვილია…

გამოსავალი არსებობს და ამაზე გესაუბრებათ ადამიანი, რომელმაც წლების წინ თავისი ცხოვრების რვა წელი აზარტულ თამაშებს დაუთმო. დაკარგა ბევრი დრო, ენერგია, ფული, ჯანმრთელობა, ნერვები, თუმცა მოახერხა და დღეს არის თავისუფალი ვალებისგან, უხერხულობისგან, გამუდმებული სტრესისგან და რაც მთავარია, დაავადებისგან, რომელსაც ჰქვია ლუდომანია და ამას აუცილებლად შეძლებთ თქვენც!..“

  გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი