საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპის ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით გადაადგილება უსაფრთხოა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია (World of Statistics) სოციალურ ქსელ X-ზე ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატისტიკას, რომელიც ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად უსაფრთხო ქვეყნებს ეხება.

სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

World of Statics-ის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მეოთხე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

ამასთან, როგორც Numbeo.com-ს საიტზეა აღნიშნული, მათი გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპის ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით გადაადგილება უსაფრთხოა. 13 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველო-მეოთხე-ადგილზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi