პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოზელენსკი არ არის ანგელოზი, მას არ უნდა დაეშვა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი -...

ზელენსკი არ არის ანგელოზი, მას არ უნდა დაეშვა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი „არ არის ანგელოზი“ და მას არ უნდა დაეშვა სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„იცით, ის ანგელოზი არ არის. მას არასოდეს უნდა დაეშვა ეს ომი. პირველ რიგში, ის იბრძვის გაცილებით დიდ ძალასთან. ორი რამ მოხდა: მათ სიმამაცე გამოიჩინეს, მაგრამ ჩვენ მათ მილიარდობით დოლარი მივეცით. შეერთებული შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახმარება გაუწია“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ომი არ მოხდებოდა.

„ზელენსკი იბრძოდა გაცილებით დიდ, გაცილებით მძლავრ ძალასთან. მას არ უნდა ეომა, რადგან ჩვენ შეგვეძლო, შეთანხმება მიგვეღწია. მე შემეძლო გარიგების დადება ძალიან მარტივად, მაგრამ ზელენსკიმ გადაწყვიტა – მე ვიომებ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

  პაკისტანში ხელოვნური წვიმა პირველად გამოიყენეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი