მაიკ ჯონსონი – დონალდ ტამპის კონგრესში დამტკიცებას უამინდობა ხელს ვერ შეუშლის

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გამარჯვებული დონალდ ტამპის კონგრესში დამტკიცებას უამინდობა ხელს ვერ შეუშლის, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა. მაიკ ჯონსონის თქმით, უამინდობა ხელს ვერ შეუშლის კონგრესს, რომ დღეს ოფიციალურად დაადასტუროს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა.

მისივე თქმით, კანონი მოითხოვს, რომ ეს მოხდეს 6 იანვარს, 13:00 საათზე.

„ამიტომ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ქარბუქი, ჩვენ ამ დარბაზში ვიქნებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს გაკეთდება“,- აღნიშნა ჯონსონმა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, უამინდობის მიუხედავად, სრული დასწრების იმედი აქვს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამასთან, როგორც „როიტერი“ იუწყება, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობის ლიდერის, სტივ სკალიზას კომუნიკაციების დირექტორმა, ლორენ ფაინმა აღნიშნა, რომ ამინდის პირობების მიუხედავად, განრიგში ცვლილებები დაგეგმილი არ არის.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მაიკ ჯონსონი – დონალდ ტამპის კონგრესში დამტკიცებას უამინდობა ხელს ვერ შეუშლის. 6 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მაიკ-ჯონსონი-დონალდ-ტამპ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi