ზელენსკის განკარგულებით ქართველ ე.წ. “კანონიერ ქურდს” უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა – “იგეგმება იძულებითი დეპორტაცია“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ვოლოდიმირ ზელენსკის No142/2024 განკარგულებით ქართველ ე.წ. “კანონიერ ქურდს” გიორგი ხმელიძეს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის შესახებ ხმელიძეს დაკავების იზოლატორში აცნობეს, სადაც ის 25 მარტს, დაპატიმრების შემდეგ გადაიყვანეს.

ამრიგად, ბათილად გამოცხადდა 2009 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გიორგი ხმელიძე უკრაინის მოქალაქედ ითვლებოდა.

“დნეპროს რაიონულმა სასამართლომ კრიმინალურ “ავტორიტეტს”, იძულებითი დეპორტაციის უზრუნველსაყოფად, 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა”, – წერს უკრაინული მედია.

63 წლის გიორგი ხმელიძეს კრიმინალურ წრეებში “ხმელოს” მეტსახელით იცნობენ. ის წლებია უკრაინაში ცხოვრობს.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: რუსთავი2

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ზელენსკის განკარგულებით ქართველ ე.წ. “კანონიერ ქურდს” უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა – “იგეგმება იძულებითი დეპორტაცია“. 8 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ზელენსკის-განკარგულებით/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi