გერმანიაში მსოფლიოს უნივერსიადა მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) მოუტანა.
მან ფინალი იაპონელ კაიტო ამანოსთან დათმო.
ფინალამდე ზაურ დვალაშვილმა კვიპროსელი, ლიბანელი, უკრაინელი ძიუდოისტები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელ სპორტსმენს სძლია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა (-74 კგ) ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ბრაზილიელი ვინისიუს მატოსი დაამარცხა.
ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს უნივერსიადაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ზაურ დვალაშვილი მსოფლიოს უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონია. 24 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზაურ-დვალაშვილი-მსოფლიოს/
