ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მოპოვებული მედლით დაასრულეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უნგრეთში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდა. ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს პირველობაზე ოთხი მედალი მოიპოვეს. საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოუტანა. ფინალში მან იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა, ფინალური შეხვედრა ქართველმა ძიუდოისტმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დათმო. ვერცხლის მედალი მოიპოვა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ფინალი მან ასევე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ინალ ტასოევთან დათმო. ლუკა მაისურაძე (-90 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი კენი კომი ბედელი დაამარცხა.

20 ივნისს მსოფლიოს პირველობაზე გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები იასპარეზებს. გუნდურ ასპარეზობაში ნაკრებს დაემატებიან მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მოპოვებული მედლით დაასრულეს. 20 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქართველმა-ძიუდოისტებმა-მ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Уборщик/посудомойщик

ბათუმი · დასუფთავება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
NET Trainee

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product manager/Product Owner (MVP)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle / Senior UA Manager (Meta Ads)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Software Developer in Test

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-28T23:56:59+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi