ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოვწუხვარ, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება...

ვწუხვარ, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება – ანტონიუ გუტერეში

ვწუხვარ, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ამერიკისა და ისრაელის მხრიდან თავდასხმები აშშ-სა და ირანს შორის ომანის შუამავლობით გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ განხორციელდა. მზადება მიმდინარეობდა მომავალ კვირას ვენაში დაგეგმილი ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის, რასაც პოლიტიკური მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მოჰყვებოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ დიპლომატიის ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება. მოგიწოდებთ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ. ალტერნატივა არის პოტენციურად უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, რაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა გუტერეშმა.

  აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი