შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავინ მიიღებს მედიკამენტებს უფასოდ?

ვინ მიიღებს მედიკამენტებს უფასოდ?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შესაბამისი კატეგორიისა თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, სრული დაფინანსებით, მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას:

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები
  • ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები
  • დიაბეტი ტიპი 2
  • პარკინსონი
  • ეპილეფსია
  • გლაუკომა
  • ამასთან, საჭირო მედიკამენტებს, მთელი წლის განმავლობაში სრულად მიიღებენ:
    • სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს)
    • პენსიონრები
    • ვეტერანები
    • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები)
    • გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა

    იმისთვის, რომ შესაბამისაი სტატუსის თუ კატეგორიის პირებმა მედიკამენტები უფასოდ მიიღონ, უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.

    #drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

  როდემდე გაგრძელდება საქართველოში მზიანი და თბილი დღეები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი