პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტივილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელეს

ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელეს

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელა.

ორგანიზაციამ 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ესპანეთის ნაკრების მთავარი მევრთნელი ლუის დე ლა ფუენტე დაასახელა, რომლსი ხელმძღვანელობითაც გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა.

ვილი სანიოლი, რომელმაც „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა, იქ კი მერვედფინლში ითამაშა, IFFHS-მა მე-9 ადგილზე დაასახელა. ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების პირველი მწვრთნელია, რომელიც საუკეთესო სპეციალისტების სიაში მოხვდა.

2024 წლის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი:

1. ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთი – 274

2. ლიონელ სკალონი, არგენტინა – 148

3. დიდიე დეშამი, საფრანგეთი  – 35

4. გარეტ საუთგეიტი, ინგლისი – 26

5. ემერსონ ფაე, კოტ დ’ივუარი – 18

6. იულიან ნაგელსმანი, გერმანია – 17

7. ნესტორ ლორენცო, კოლუმბია – 14

8. ვინჩენცო მონტელა, თურქეთი – 8

9. ვილი სანიოლი, საქართველო – 6

10. მარსელო ბიელსა, ურუგვაი – 5

  „ძალიან დიდი ბედნიერებაა, მართლაც ოცნებები ხდება. ღმერთს ვეუბნები მადლობას, როცა შრომობ და უკან გიბრუნდება ეს ყველაფერი, ამისთვის მადლიერი ვარ“-ხვიჩა კვარაცხელია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი