გიორგი სარდალაშვილი აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს პრიზიორია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. შეჯიბრების პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა, გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) მოიპოვა. მან ბელგიელი იორე ვერსტრაეტენი დაამარცხა.

მერვედფინალში გიორგი სარდალაშვილმა ისრაელის წარმომადგენელს, იცხაკ აშპისს, სძლია, მეოთხედფინალურ შეხვედრაში ყაზახი ამან ბაკიტჟანი დაამარცხა; ნახევარფინალური ორთაბრძოლა კი მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანთან დათმო.

ქართველი ძიუდოისტები აბუ-დაბის „გრანდ სლემზე“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გიორგი სარდალაშვილი აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს პრიზიორია. 28 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გიორგი-სარდალაშვილი-აბუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi