კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოვიკვლევთ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც დაბალი ხელფასების პირობებში მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ -...

ვიკვლევთ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც დაბალი ხელფასების პირობებში მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ – ილონ მასკი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი უწყება იკვლევს ისეთ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც დაბალი ხელფასების პერიოდში მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ.

„ჩვენთვის საკმაოდ უცნაურია ის, რომ ბიუროკრატიაში არსებობს ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომელთა ხელფასი რამდენიმე ასეული ათასი დოლარია, მაგრამ რაღაცნაირად ისინი ახერხებენ და ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების კაპიტალს აგროვებენ“, – თქვა მასკმა.

მან პარალელები USAID-თან გაავლო და აღნიშნა: „ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს, ეს როგორ მოხდა“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ბიგ ბენზე აძრომისთვის ლონდონში 29 წლის მამაკაცი დააკავეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი