იოჰან სებასტიან ბახის დაკარგული ნაწარმოები 320 წლის განმავლობაში პირველად შესრულდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გერმანიაში ლეგენდარული კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის უცნობი საორგანო ნაწარმოები 320 წლის განმავლობაში მაყურებლის წინაშე პირველად შესრულდა.

ეს ლაიფციგში, წმინდა ტომასის ეკლესიაში მოხდა, სადაც ბახი 27 წლის განმავლობაში მუშაობდა და სადაც დღეს მისი საფლავია. ნაწარმოები ნიდერლანდელმა ორგანისტმა ტონ კუპმანმა შეასრულა. მისი შეფასებით, ეს „ძალიან მაღალი ხარისხის“ ნამუშევრებია.

ორი ნაწარმოები – ჩაკონა რე მინორში და ჩაკონა სოლ მინორში ბრიუსელის სამეფო ბიბლიოთეკაში გერმანელი კომპოზიტორის შემოქმედების მკვლევარმა, პიტერ ვოლნიმ, ბახის მანუსკრიპტების კატალოგიზაციისას 1992 წელს აღმოაჩინა. შემდეგი 30 წელი მან ნოტების ავთენტურობის დადგენას მოანდომა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

- Advertisement -
Ad imageAd image
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). იოჰან სებასტიან ბახის დაკარგული ნაწარმოები 320 წლის განმავლობაში პირველად შესრულდა. 18 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იოჰან-სებასტიან-ბახის-და/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi