ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ვივამედის“ კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობა სტაბილურია და ის სტაციონარის...

„ვივამედის“ კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობა სტაბილურია და ის სტაციონარის პირობებში მკურნალობს

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მზია ამაღლობელს „ვივამედში“. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. მას ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობს სტაციონარის პირობებში. როგორც ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, დღეს განმეორებითი კვლევების ჩატარების შემდეგ მკურნალობის ტაქტიკა და ხანგრძლივობა დაიგეგმება.

„პაციენტი შიმშილობას აგრძელებს. ჩვენს შეთავაზებული მკურნალობაზე – ინფუზიურ თერაპიაზე პაციენტმა თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში.

  სააღდგომო პერიოდში გაყიდვების 30%-იან ზრდას ველოდებით - „ტკბილი ქვეყანა“
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი