ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში 45 100 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
JPG resized with https://ezgif.com/resize

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში 45 100 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 390 000 – დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება ჩვენს დანაკარგებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი ციფრები. დაიღუპა 45 100 ადამიანი, ხოლო 390 000-მდე – დაიჭრა. ნება მომეცით განვმარტო: დაჭრილთა რაოდენობა უფრო მეტია, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც დაიჭრნენ და შემდეგ დაბრუნდნენ ბრძოლის ველზე და ისევ დაიჭრნენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიამ დაახლოებით 350 000 სამხედრო დაკარგა ომში.
გარდა ამისა, 50 000-70 000 ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო 600 000-700 000-მა რუსმა სამხედრომ მიიღო სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში 45 100 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. 5 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზელენსკიმ-განაცხადა-რომ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi