ვიდეო: „ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ“ – ნიკა კუბლაშვილმა მუსიკალურ ფესტივალზე „სულიკო“ გრანპრი მოიპოვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მომღერალი ნიკა კუბლაშვილი ჩეხეთიდან, კარლოვი-ვარიდან მიმართვას ავრცელებს. ნიკა კუბლაშვილი მუსიკალური ფესტივალის „სულიკო“ გამარჯვებული გახდა.

„პირველ რიგში, მინდა მოგიკითხოთ დიდი სიყვარულით ჩემი მსმენელი და გულშემატკივარი, ვინც ყოველდღიურად უყურებს ჩემს ვიდეოებს და მაფასებს.

გუშინწინ გაიმართა მუსიკალური ფესტივალი „სულიკო“. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ასმათ შანავას, რომელიც პროექტის და ფესტივალის სულისჩამდგმელია. 13 ნოემბერს ჩამოვფრინდით ჩეხეთში, რამდენიმე ტური გავიარე და იყო დასკვნითი ეტაპი. მომანიჭეს გრანპრი და სპეციალური პრიზი. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებ გაჩერებას. ჩემმა მაგობარმა იოანე ქართველმა აწარმოა მოლაპარაკებები სამი ქვეყნის წარმომადგნლებთან ტურნესთან დაკავშირებით. გადავდივართ გერმანიაში შემდგომი მოლაპარაკებებისთვის“ –  აღნიშნა ნიკა კუბლაშვილმა ვიდეომიმართვაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ვიდეო: „ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ“ – ნიკა კუბლაშვილმა მუსიკალურ ფესტივალზე „სულიკო“ გრანპრი მოიპოვა. 19 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვიდეო-ძალიან-ბედნიერი-ვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi