2024 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოქროს საექსპორტო ფასი 18%-ით გაიზარდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს ერთი გრამი ოქრო ადგილობრივ ბაზარზე.
როგორც ონლაინ მაღაზია „ნიელოს“ დამფუძნებელი ნინო ჩიხელიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, 585 სინჯის ოქროს ნაკეთობის 1 გრამის ფასი 135 ლარიდან იწყება, ხოლო 770 სინჯის ნაკეთობების – 160-200 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„ფასი ბოლო პერიოდში სტაბილურად არის, გაყიდვები შემცირებულია. საშუალოდ 585 სინჯი არის 103 ლარი გამომდნარი ოქრო, ნაკეთობები 135 ლარიდან იწყება, ხოლო 770 სინჯის ნაკეთობები 160-200 ლარის ფარგლებში მერყეობს. როცა ბრილიანტია, ამ შემთხვევაში ფასი ემატება, რაიმე იშვიათი ნაკეთობა თუ არის, მაგ შემთხვევაშიც იზრდება ფასი,“ – განაცხადა ჩიხელიძემ.
კერძო ოქრომჭედელთან კი, 1 გრამი 585 სინჯიანი ოქროს ნაკეთობის ფასი 140-150 ლარის, ხოლო 750 სინჯიანის – 170-180 ლარი ფარგლებში მერყეობს.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში ექსპორტზე 7,079 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქრო გავიტანეთ. აღნიშნულ პერიოდში 1 გრამი ოქროს საექსპორტო ფასი 34 დოლარი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვარში ოქროს ექსპორტი შვეიცარიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განხორციელდა.
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის იანვარში საქართველოში დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო არ შემოსულა. წყარო
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). რა ღირს ოქრო თბილისში – „იშვიათ ნაკეთობას, ფასი ემატება“. 24 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-ღირს-ოქრო-თბილისში-იშ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
