სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ“ - რა თქვა...

„ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ“ – რა თქვა ნატა ფერაძემ საკუთარ სახლში დაკავებისას

აქ­ტი­ვის­ტი ნატა ფე­რა­ძე სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. რო­გორც ფე­რა­ძე აღ­ნიშ­ნა, ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

„ვერ შე­მა­ში­ნე­ბენ, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და უკა­ნო­ნო­ბას ცი­ხის შიგ­ნი­დან გა­მო­ვამ­ჟღავ­ნებ! ახლა ვნა­ხავ, იქ რე­ებს მი­ქა­რა­ვენ. ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა“, – განაცხადა ფე­რა­ძემ.

ამასთან, როგორც ნატა ფერაძემ განაცხადა, მას ამერიკის შეერთებული შტატები იცავს.

ცნობისთვის, ნატა ფერაძეს სასამართლომ ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის გამო შეუფარდა. მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ მოსამართლის განჩინება ნატა ფერაძემ დღეს მიიღო და მის გადასაყვანად საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

ფოტო „პუბლიკა“

  ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი