„ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ“ – რა თქვა ნატა ფერაძემ საკუთარ სახლში დაკავებისას

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აქ­ტი­ვის­ტი ნატა ფე­რა­ძე სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. რო­გორც ფე­რა­ძე აღ­ნიშ­ნა, ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

„ვერ შე­მა­ში­ნე­ბენ, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და უკა­ნო­ნო­ბას ცი­ხის შიგ­ნი­დან გა­მო­ვამ­ჟღავ­ნებ! ახლა ვნა­ხავ, იქ რე­ებს მი­ქა­რა­ვენ. ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა“, – განაცხადა ფე­რა­ძემ.

ამასთან, როგორც ნატა ფერაძემ განაცხადა, მას ამერიკის შეერთებული შტატები იცავს.

ცნობისთვის, ნატა ფერაძეს სასამართლომ ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის გამო შეუფარდა. მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ მოსამართლის განჩინება ნატა ფერაძემ დღეს მიიღო და მის გადასაყვანად საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

ფოტო „პუბლიკა“

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ“ – რა თქვა ნატა ფერაძემ საკუთარ სახლში დაკავებისას. 2 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ვერ-შემაშინებენ-ბრძოლა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi