შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა“ - უცხოენოვანი ტაქსისტების პრობლემა თბილისში

„ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა“ – უცხოენოვანი ტაქსისტების პრობლემა თბილისში

ყოფილა შემთხვევები, გამოვიძახე აპლიკაციით ტაქსი და ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა, – თბილისში უცხოენოვანი ტაქსისტების პრობლემებზე რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ და ტაქსის მძღოლმა დავით როჭიკაშვილმა ისაუბრეს.

როგორც დავით როჭიკაშვილი აცხადებს, მას თავადაც ჰქონია შემთხვევა, როდესაც ტაქსით სარგებლობის დროს უცხოენოვანი მძღოლი შეხვდა, რომელსაც ვერ გააგებინა, სად სურდა წასვლა. ასევე არაერთხელ მოუსმენია მსგავსი ჩივილი სხვისგან.

„ყოფილა შემთხვევები, გამოვიძახე აპლიკაციით ტაქსი და ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა: ვერც ქართულად, ვერც რუსულად, ვერც ინგლისურად. ამ ქვეყნის მკვიდრი არცერთი ეთნოსის წარმომადგენელი არ იყო, უბრალოდ იყო ადამიანი, რომელიც თავის დიალექტზე საუბრობდა. უბრალოდ ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა. ამის გამო რამდენჯერმე მომიწია, მანქანიდან უკან გადმოვსულიყავი.

სხვებსაც უთქვამთ, რომ არასწორი მიმართულებით წაიყვანა ასეთმა ტაქსისტმა, რადგან ვერ გაიგო ნათქვამი“, – აცხადებს ტაქსის მძღოლი. წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  მუნიციპალიტეტებში გარკვეული კატეგორიის ტაქსით მგზავრთა გადაყვანისთვის ნებართვა იქნება საჭირო - ვინ გასცემს ნებართვას?
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი