„ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა“ – უცხოენოვანი ტაქსისტების პრობლემა თბილისში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ყოფილა შემთხვევები, გამოვიძახე აპლიკაციით ტაქსი და ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა, – თბილისში უცხოენოვანი ტაქსისტების პრობლემებზე რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ და ტაქსის მძღოლმა დავით როჭიკაშვილმა ისაუბრეს.

როგორც დავით როჭიკაშვილი აცხადებს, მას თავადაც ჰქონია შემთხვევა, როდესაც ტაქსით სარგებლობის დროს უცხოენოვანი მძღოლი შეხვდა, რომელსაც ვერ გააგებინა, სად სურდა წასვლა. ასევე არაერთხელ მოუსმენია მსგავსი ჩივილი სხვისგან.

„ყოფილა შემთხვევები, გამოვიძახე აპლიკაციით ტაქსი და ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა: ვერც ქართულად, ვერც რუსულად, ვერც ინგლისურად. ამ ქვეყნის მკვიდრი არცერთი ეთნოსის წარმომადგენელი არ იყო, უბრალოდ იყო ადამიანი, რომელიც თავის დიალექტზე საუბრობდა. უბრალოდ ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა. ამის გამო რამდენჯერმე მომიწია, მანქანიდან უკან გადმოვსულიყავი.

სხვებსაც უთქვამთ, რომ არასწორი მიმართულებით წაიყვანა ასეთმა ტაქსისტმა, რადგან ვერ გაიგო ნათქვამი“, – აცხადებს ტაქსის მძღოლი. წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა“ – უცხოენოვანი ტაქსისტების პრობლემა თბილისში. 12 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ვერანაირ-ენაზე-ვერ-გავა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi