ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რათა მისი უწმინდესობისა და...

„ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რათა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური“-მეუფე შიო

ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რათა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.

მეუფე შიომ მოუწოდა ყველას, ილოცონ პატრიარქის გამოჯანმრთელებისთვის.

„საზოგადოებისთვის როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რათა მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური. ამის იმედი გვაქვს და ასეც იქნება ღვთის შეწევნით. გვინდა, მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, რომ განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას“, – განაცხადა მეუფე შიომ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

  „ახლა სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო და შესაძლებელია, რომ პლასტიკის ნარჩენის ქარხანა რამდენიმე თვეში ამოქმედდეს“ - თემურ ჭყონია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი