ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რათა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
მეუფე შიომ მოუწოდა ყველას, ილოცონ პატრიარქის გამოჯანმრთელებისთვის.
„საზოგადოებისთვის როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რათა მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური. ამის იმედი გვაქვს და ასეც იქნება ღვთის შეწევნით. გვინდა, მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, რომ განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას“, – განაცხადა მეუფე შიომ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რათა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური“-მეუფე შიო. 17 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ექიმები-მაქსიმალურად-ცდ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-24T03:01:41+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
