მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2032 წელს ასტეროიდი 2024 YR4 შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს. ეს მთვარის ქანის უზარმაზარი რაოდენობის ამოფრქვევას და დედამიწის თანამგზავრების პოტენციურ დაზიანებას გამოიწვევს.
NASA-ს გათვლების თანახმად, შეჯახების ალბათობა 4,3%-ს შეადგენს. თუ ეს მოხდა, კოსმოსურ სივრცეში 100 ათასი ტონა ქვა და მტვერი მოხვდება, რაც დედამიწის ორბიტაზე მყოფ აპარატებს საფრთხეს შეუქმნის.
„ეს მთვარის ყველაზე მასშტაბური შეჯახება იქნება ბოლო 5 ათასი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა თემაზე მომუშავე მეცნიერების ჯგუფის ხელმძღვანელმა პოლ ვიგერმა.
ასტეროიდი 2024 YR4, ჩილეში, ობსერვატორია ATLAS-ში 2024 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 70 მეტრია.