ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ეს არის კლასიკური მაგალითი ვერ დატეული შურისა და სიბოროტისა! მებრალება ყოველი ასეთი...

„ეს არის კლასიკური მაგალითი ვერ დატეული შურისა და სიბოროტისა! მებრალება ყოველი ასეთი ადამიანი! ჭეშმარიტ პატრიოტს უხარია და არ სწყინს მისი თანამემამულის წარმატება“ – რას წერს ნუცა ბუზალაძე

17 დეკემბერს, მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში „გრემის“ ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების მოსაწვევის ფოტო გაავრცელა. მომღერალმა დაწერა, რომ მან 67-ე „გრემიზე“ დასასწრებად სპეციალური მოსაწვევი მეილზე მიიღო.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფეისბუკის ჯგუფში „დაიტოვე“, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დაწერა, რომ „გრემის“ ოფიციალურ გვერდს მისწერა, ნუცა ბუზალაძე აღნიშნულ ღონისძიებაზე არ დაუშვან.

„ძალიან გთხოვთ, „გრემის“ ოფიციალურ გვერდს მივწერე, ნუცა არ დაუშვან „გრემიზე“ და შემომიერთდით! საქართველოსთვის სულში ჩაფურთხებაა ეგ ფაქტი. ქვემოთ დავპოსტავ მეილს და ტექსტს, რომელიც უნდა მივწეროთ“, – წერს ჯგუფში „დაიტოვე“ მოქალაქე.

„გრემის“ ოფიციალური გვერდისთვის გაგზავნილ წერილში მოქალაქე წერს, რომ მუსიკალურ დაჯილდოებაზე მიწვეული ნუცა ბუზალაძე საქართველოში მჩაგვრელი, არალეგიტიმური და პრორუსული ხელისუფლების მხარდამჭერია და რომ მომღერალი ამ მხარდაჭერას აგრძელებს სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობით, მაშინ როდესაც ქვეყნის ხელისუფლება უკანონოდ აკავებს ასობით მოქალაქეს.

ფეისბუკის აღნიშნულ ჯგუფში გავრცელებულ მიმართვას მოგვიანებით თავად ნუცა ბუზალაძეც გამოეხმაურა:

„მეც გავაზიარებ, რომ უფრო ბევრმა მისწეროს გრემის აკადემიას. ეს ისე, ხუმრობით… თუმცა სახუმარო არაფერია. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წაართვას სიბოროტემ აზროვნების უნარი ადამიანს. უკვე არც კი ვიცი, რა დავარქვა ასეთ საქციელს…

ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებისთვის იბრძვის და კეთილი სურს საკუთარი ქვეყნისთვის, ასე არ იქცევა. ჭეშმარიტ პატრიოტს უხარია და არ სწყინს მისი თანამემამულის წარმატება. სამშობლოსთვის გულანთებულს არც დრო რჩება ასეთი სიბოროტის განსახორციელებლად.

ეს არის კლასიკური მაგალითი ვერ დატეული შურისა და სიბოროტისა! მებრალება ყოველი ასეთი ადამიანი! მე კი სიყვარულით ვივლი. უფალს ებარებოდეთ!“ – წერს ნუცა ბუზალაძე.

ამავე სტატუსის კომენტარში კი მომღერალი აღნიშნავს: „თან მაყურებლის სტატუსით ვარ მიწვეული, ეგ კი არ იციან“.

მასალის გამოყენების პირობები
  „არ ვიცოდი, დედა თუ მაღალჩინოსანი ჰყავდა, მისმა პოსტმა გამაღიზიანა, გოგომ აღიარა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნის“ - რას ჰყვება სამტრედიაში ნარკოტიკით გარდაცვლილი ბიჭის და
მსგავსი პოსტები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

აპრილი 8, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი